მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ელექტრომობილების წარმოებას ჩინეთში იწყებს

5da82d5941f65
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 21:21
928
ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Tesla-ს ჩინეთის მთავრობამ "მწვანე შუქი" აუნთო. კომპანიას სახალხო რესპუბლიკაში წარმოების დაწყება უკვე ოფიციალურად შეუძლია. ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის სამინისტროს ცნობით, მილიარდერ ილონ მასკის კონცერნი იმ ავტომწარმოებლების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც ქვეყანაში ოპერირების უფლება აქვთ.


ჩინეთის მთავრობის მიერ Tesla-სთვის გადაცემული სერთიფიკატის საფუძველზე, კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს მუშაობა ჩინეთში. მასკის კონცერნმა შანხაიში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ობიექტი ცოტა ხნის წინ ააშენა. იქ წარმოება ოქტომბრის ბოლომდე დაიწყება.



Tesla შანხაის საწარმოში, კვირაში Model 3s მინუმ 1000 ავტომობილების წარმოებას გეგმავს. ამ გზით,  კონცერნი ავტომობილების უმსხვილეს ბაზარზე გაყიდვების სტიმულირებას ახდენს და აშშ-დან მანქანების იმპორტის გაძვირებული ტარიფებს თავიდან იცილებს.