მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაშაძის მოყვანილი 5 პენსიონერიდან, 4 ჩვენ ჩაგვეხუტა - მადლობა სიმართლისთვისო“ - ზარქუა

60d1bb5dc4ddc
ინგა მურუსიძე
22.06.21 14:50
4045
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საპარლამენტო ოპოზიციის წევრ გიორგი ვაშაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილავდნენ გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ პენსიონერებმა პენსიის აღება არა მხოლოდ -  „ლიბერთიში“, არამედ სხვა ნებისმიერ ბანკში შეძლონ. ვაშაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პენსიონერებიც მიიყვანა, რომლებმაც სხდომაზე საპენსიო კრედიტებსა და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს.

“ჭიჭე ვაშაძე, ჯუნიორი... რა დავარქვა არ ვიცი… ჩიჩიე ვაშაძე… იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად, ითხოვს ტიპი, ითხოვს, ითხოვს, მეტი არაფერი… პენსიონერების თემაზე გუშინ 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა - მადლობა სიმართლისთვის, ამ პოპულისტებთან რატომ მოვედითო. პენსიონერების სესხებზე რომ მაღალი პროცენტია, არახალია... შემოვიდნენ პარლამენტში ოპოზიციიდან და დაიწყეს პენსიონერების თემაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები და ვთქვით, რომ ეს თემები განვიხილოთ. გარკვეული ძვრები გვაქვს, ამ კვირაში კონკრეტული შეთავაზებით ველოდებით, რომ მოვიდეს “ლიბერთი ბანსკი”, მაგრამ რა გააკეთა გუშინ გიორგი ვაშაძემ?! მოიყვანა პენსიონერები და ეუბნება 15%-ში უნდა გაკეთდეს პენსიაო. ერთი ბანკი მითხარი, რომელი მისცემს 15%-ად სესხს?”, - მიმართა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობის 2 ფაქტი - "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განმარტება