საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასი ფსიქოლოგიურ ნიშნულს გასცდა. ერთი ტონა ხორბალი უკვე 300 დოლარზე მეტი ღირს. ბოლოს ასეთი ძვირი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პროდუქტი 2007 წელს იყო. ფასი გაიზარდა, რადგან შემცირდა მოსავლიანობა, რისი მიზეზიც, FAO-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივი გვალვა და რუსეთსა და ყაზახეთში გაზაფხულის ყინვები იყო.
ხორბალზე ფასის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში აგრესიულ დაბალ ფასად შემოდის ფქვილი, ხორბალზე მაღალი ფასის გამო კი აზრი ეკარგება ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობას. კერძო სექტორში უკვე ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა ელევატორებმა მუშაობა შეაჩერონ და 5 ათასამდე ადამიანი, რომელიც დარგშია დასაქმებული, უმუშევარი დარჩეს.
იმის გამო, რომ ფქვილის იმპორტი ყოველგვარი რეგულაციების გარეშე ხდება, მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში, რუსეთში კი ხორბალზე ე.წ მცურავი ბაჟი მოქმედებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქტსა და იმპორტირებულს შორის ფასთაშორის სხვაობა 4-7 ლარს შორის მერყეობს.
„რუსეთმა ე.წ მცურავი ბაჟის შემოღებით წაახალისა ადგილობრივი წარმოება. აქედან გამომდინარე, რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალს შორის დამატებით ბაჟის შემოღებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი სხვაობაა, დაახლოებით 52 დოლარის ფარგლებშია მიმდინარე კვირის ჭრილში. აქედან გამომდინარე ადგილობრივ წარმოებას შეექმნა პრობლემა. აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს საკორდინაციო ჯგუფთან, მაგრამ მხოლოდ შეხვედრები საკმარისი არაა, ალბათ ამ ფასთაშორის სხვაობის გამო წისქვილკომბინატებს გაჩერება მოუწევთ.
წარმოების გაჩერება ჯაჭვურად გამოიწვევს დიდ პრობლემას. ეს გამოიწვევს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით იმას, რომ არ იქნება არც ფქვილის და არც ხორბლის რეზერვი. ფქვილს აქვს ასევე დამატებითი პროდუქტი ქატო, მეცხოველეობასაც შეექმნება პრობლემა, რადგან გაძვირდება აღნიშნული პროდუქტიც. კომპლექსურად უნდა გადაიხედოს რა გვინდა, რადგან 5 ათასამდე დასაქმებულია დარგში, რომლებიც ფაქტობრივად უმუშევარი დარჩება და ეს პრობლემების ჯაჭვი წარმოიქმნება წარმოების გაჩერებით“, - აცხადებს ლადო ბიძინაშვილი, წისქვილკომბინატ "ბარაქას" ხელმძღვანელი.
გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ მთავრობაში უკვე შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებით არის დაკომპლექტებული. ბიზნესი ამბობს, რომ საჭიროა გადაწყვეტილებები, რათა იცოდნენ სამომავლოდ ბაზარი როგორ განვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემები გლობალურია, მსგავს გამოწვევებს უკვე უპასუხეს მეზობელმა ქვეყნებმა.
„მაგალითად თურქეთმა ხორბლის იმპორტის ბაჟი გაანულა, რათა შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები, თავიანთი ხორბლის მარაგები და შესაბამისად პურის ფასი, აზერბაიჯანმა კი მთლიანი ჯაჭვი გაათავისუფლა დღგ-სგან და დაუმატა ასევე ფულადსაკრედიტო წახალისების ფორმა. მათ ასევე დაბლოკეს ფქვილის გამოტანა გარეთ. ამით ისინი საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებას იცავენ“, - აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
იქნება თუ არა ანალოგიურ მიდგომა საქართველოშიც, რთული სათქმელია. იმის გამო, რომ ჯერ გადაწყვეტილება უწყებათაშორის კომისიას არ მიუღია, ამ მიზეზით სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომენტარზე უარი გვითხრეს.
დღეს ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 68 ლარიდან 72 ლარს შორის მერყეობს. იმის გამო რომ გლობალურ ბაზრებზე ხორბალზე ფასის შემცირების მოლოდინი არ არსებობს, ბიზნესის გათვლებით, ეს ლოგიკურად გამოიწვევს ფქვილზე ფასის კიდევ უფრო ზრდას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი