მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

5f636fff5fe6e
თელარა გელანტია
17.09.20 18:16
10001
ავიაკომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"Wizz Air-ი მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად არის, განაახლოს ფრენები, როგორც კი მიღებული რეგულაციები მოგვცემს ამის საშუალებას.  ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები განახლდება 4 ოქტომბრიდან - ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: როგორც დღეს საქართველოს პრემიერმა თქვა, 1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო სივრცის გახსნას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.

ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.