24.იანვარი .2019 11:14

"1200-მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა ერთ წელიწადში" – ვახტანგ ლომჯარია

views 1418
უკან


თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ერთი წლის განმავლობაში სააგენტოში 1200-მდე ტრავმირებული ცხოველი შევიდა.

ჯამში ყველა ტიპის დაზიანებით: ავტო-საგზაო შემთხვევა, ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, მახვილი ან ბლაგვი საგნით, ვარდნა, დამდუღვრა და ა.შ.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამ BM.Ge-ის უთხრა, საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა ცხოველების მიმართ ადამიანების სასტიკი მოპყრობა. ყველაზე მეტი ცხოველი თავშესაფარში ივნისში, აგვისტოსა და ოქტომბრის თვეში შევიდა.

თბილისში, ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო დამნაშავე სათანადოდ დასჯილიყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან, წლის განმავლობაში ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის გამო, ადამიანებს ჯარიმა დაკისრებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა