მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 იანვრიდან Microsoft-ი Windows 7-ის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტს

5e135616d2782
ანნა ლაპიაშვილი
07.01.20 13:02
3180
14 იანვრიდან Microsoft-ი Windows 7-ის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტს. ამის შესახებ კორპორაციამ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

"10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც Windows 7 მომხმარებლებს შევთავაზეთ და მისი პროგრამული მხარდაჭერა 2020 წლის 14 იანვარს შეწყდება", - წერს კორპორაცია.

Microsoft-ში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ნიშნავს არა პროგრამის მუშაობის შეწყვეტას, არამედ იმას, რომ 14 იანვრიდან Windows 7-ის მომხმარებლები ტექნიკურ მხარდაჭერას და პროგრამულ განახლებებს ვეღარ მიიღებენ.

ამავე დროს, Microsoft-ი აფრთხილებს ყველას, ვინც კომპიუტერებზე Windows 7-ს მოიხმარს, რომ პროგრამული განახლებების შეწყვეტის გამო, გაიზრდება ვირუსების საფრთხე და ურჩევენ, რომ გამოიყენენონ Windows 10-ის სისტემა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ Windows 10-ის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია ახალი ტექნიკის ქონა.