მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 ოქტომბერს ლონდონში ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება

5da5f635c9f3e
თელარა გელანტია
15.10.19 22:22
729
19 ოქტომბერს, ლონდონში ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ბრიტანეთში იმპორტირებული 20-ზე მეტი სახეობის ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღვინის გარდა, ფესტივალზე ქართული ტკბილეული და საკვებიც იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ქართული ცეკვა.

მსურველები საქართველოს შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციების, სამზარეულოსა და  სტუმართმასპინძლობის შესახებ. სტუმრები სურვილის შემთხვევაში იმპორტიორებისგან შეიძენენ ქართულ ღვინოს, ასევე ქართულ დელიკატესებს და წიგნებს ქართული ღვინის შესახებ.

ღონისძიება ქართული ღვინის ბრიტანეთში იმპორტით დაკავებული ადამიანების ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.

ქვევრის ღვინის ფესტივალი ლონდონში პირველად 2018 წელს გაიმართა.