მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2 თვეში 11 400 ბიზნესი შევამოწმეთ“ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

5ee740c72c486
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 13:52
800
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2 თვის განმავლობაში სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება ბიზნესის 11 400 ობიექტზე განახორციელა - ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განმარტებით, ეს შემოწმება ჩატარდა იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კერძო სექტორი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით ამოქმედებულიყო. 

„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა საგანგებო მდგომაროების დაწესებისთანავე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირების პროცესი და ფაქტობრივად ეს იყო იმის სამზადისი, რომ მომხდარიყო ეკონომიკის მდგრადი გახსნა და ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა ის ყველა პროცედურა და რეკომენდაცია, რომლის შესრულება მათ მოუწევდათ როდესაც ფუნქციონირებას განაახლებდნენ. ჯამში 2 თვის განმავლობაში ჩვენ შევამოწმეთ 11 400 ბიზნესი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.