მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 40%-ით შემცირდა

607000c2e8ee1
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.21 13:37
891
საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებულად დიდი გავლენა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე იქონია. TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მეორე უმსხვილეს ქალაქში 2020 წელს ბინების გაყიდვები 40%-ით შემცირდა. 2020 წელს ქალაქში სულ 7,446 საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია მოხდა, რაც ბოლო 5 წლის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

2020 წელს 38%-ით შემცირდა რეალიზებული საცხოვრებელი სახლების საერთო ფართობიც, რამაც 416 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, 2020 წელს ყველაზე მეტად სანაპიროს პირველივე ზოლში არსებული ბინების გაყიდვები შემცირდა, სადაც კლება 71%-ია. ქალაქის ცენტრში ბინების გაყიდვებმა 37%-ით იკლო, გარეუბნებში 35%-ით, ხოლო პერიფერიაში 23%-ით. 

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია, როდესაც 694,000 კვადრატული მეტრის ფართობის 12,370 ბინის რეალიზაცია დარეგისტრირდა.  

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბათუმში ბინების/სახლების გაყიდვების მოცულობა ასეთი იყო:

2016 - გაყიდვების ზომა 7,545 ბინა/სახლი;
2017 - გაყიდვების ზომა10,614 ბინა/სახლი;
2018 - გაყიდვების ზომა 12,145 ბინა/სახლი;
2019 - გაყიდვების ზომა 12,370 ბინა/სახლი;
2020 - გაყიდვების ზომა 7,446 ბინა/სახლი.

2021 წლის იანვარ-თებერვალში შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ბათუმში მხოლოდ 1,180 ბინა გაიყიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 31%-ით ნაკლებია. გაყიდული ბინების ფართობი კი 67,000 კვადრატული მეტრი იყო, რაც ასევე 30%-ით შემცირდა. 

ბათუმში ასევე შემცირდა ახალი სამშენებლო ნებართვების მოცულობაც. 2020 წელს ქალაქში სულ 38 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც 2019 წელთან შედარებით 31%-ით ნაკლებია. გაცემული ნებართვების ფართობი კი 485 ათასი კვადრატული მეტრია, რაც 2019 წელთან შედარებით 49%-ით ნაკლებია.