მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი - თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს

5dc2921fb6a8e
BM.GE
06.11.19 13:22
1650
TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან, ავიაკომპანია Etihad Airways, აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. ზაფხულის სეზონზე პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

2013 წლიდან Etihad Cargo თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს.

Etihad Airways-ი არაბეთის გაერთიანებული საემიროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა და ფრენებს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. 2003 წელს დაფუძნებული ავიაკომპანიის ფლოტი 113 ხომალდს ითვლის.