მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წელს ავეჯი 30-40%-ით გაძვირდა“ – Homemade

63bd7a0d6d44c
ლიკა მეგუთნიშვილი
11.01.23 20:47
590
„2022 წელს ავეჯი 30-40%-ით გაძვირდა“ - ამის შესახებ BMG-სთან ავეჯის მწარმოებელი კომპანია „Homemade“-ის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა ბადრიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთწლიან ჭრილში პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების ღირებულება გაორმაგდა, რამაც ავეჯის გაძვირება გარდაუვალი გახადა. კომპანიაში კი, ფასების შენარჩუნებას მარჟის შემცირების ხარჯზე ცდილობენ.

„ბოლო წლების განმავლობაში ავეჯის თვითღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი მიზეზიც ნედლეულის ფასის ზრდაა. ფაქტობრივად, ყველა იმ მასალის ღირებულება, რაც ავეჯის დამზადებისთვისაა საჭირო, 100%-ით გაძვირდა. იქნება ეს: ხე, ღრუბელი, ქსოვილი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მინიმალური მარჟა გვქონდეს და მომხმარებლისთვის ფასები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს. ეს საქართველოში წარმოებული ავეჯია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმპორტირებულ ავეჯთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - აცხადებს ზუკა ბადრიძე.

ცნობისთვის: “გალტ ენდ თაგარტის” მონაცემებით, 2017-21 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22.1%-დან 27.0%-მდე გაიზარდა. წარმოების ზრდასთან ერთად, ავეჯის ფასებიც მზარდია, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ხე-ტყის პროდუქციის ღირებულების ზრდითა და მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.