მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 აპრილის სტატისტიკა: covid-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა

626252175b948
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 10:57
862
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.

შედეგად, ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.12%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 301 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 635 291 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარაში - 9, იმერეთში - 20, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 4, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში -1, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 185, აჭარაში - 12, იმერეთში - 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.