18.ოქტომბერი .2021 16:27

227 ათასი ვიზიტორი სექტემბერში - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს

 227 ათასი ვიზიტორი სექტემბერში - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს
views 342
უკან

2021 წლის სექტემბერში საქართველოში 226,662 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 349%-ით მეტია.

საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 71%-ით ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის სექტემბერში ქვეყანას 784,280 ადამიანი სტუმრობდა. შესაბამისად, სექტემბერში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 29%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სექტემბრის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 131,594 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, შემდეგ პოზიციებს თურქეთი და უკრაინა იკავებენ.

TOP 15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1. რუსეთი - 33,139 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 649,2%
2. თურქეთი - 32,281 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 74,1%
3. უკრაინა - 22,972 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 2038,9%
4. საქართველო (არარეზიდენტი) - 21,322 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 300,9%
5. სომხეთი - 18,158 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 85,9%
6. ბელარუსი - 11,858 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1121,2%
7. ყაზახეთი - 10,930 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1920,3%
8. საუდის არაბეთი - 9,338 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 103655,6%
9. აზერბაიჯანი - 8,726 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 120,1%
10. ისრაელი - 7,896 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 8482,6%
11. პოლონეთი - 7,029 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 9800,0%
12. უზბეკეთი - 4,374 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 186,8%
13. გერმანია - 3,896 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 493,9%
14. აშშ - 2,833 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 280,8%
15. ქუვეითი - 2,617 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 2,000%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა