მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 თებერვალს საქართველოში ჩატარდა 2 901 აცრა - NCDC

621788100458c
ინგა მურუსიძე
24.02.22 17:36
407
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 808 278 აცრა.

მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 348 458 ადამიანი  , >18 ასაკის მოსახლეობის 46.9%; სრულად ვაქცინირებულია 1 244 181 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.3%;

ასევე, ბუსტერ დოზით აცრილია 212 932 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%) სრულად აცრილია - 3 112 (1.75%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 512 (15.43%) სრულად აცრილია- 11 044 (13.62%);

23 თებერვალს ჩატარდა 2 901 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს