მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 ნოემბერს 13 603 პირი აიცრა - ყველაზე მეტი აცრა კვლავ თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარდა

61a5f7adf049c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 14:12
351
30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 2 170 057 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ პერიოდის განმავლობაში სულ მცირე 1 დოზით 1 156 998 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 40.7%-ია. სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი 998 613-ს შეადგენს, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%-ს.

ამასთან 29 ნოემბერს დღიურად 13 603 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ფიქსირდება. აცრების დღიური მაჩვენებლის განაწილება რეგიონების მიხედვით კი ასეთია: თბილისი - 3 982; იმერეთი - 1 949; აჭარა - 1 731; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 286; კახეთი - 1 280; ქვემო ქართლი - 971; შიდა ქართლი - 810; გურია - 663; სამცხე-ჯავახეთი - 420; მცხეთა-მთიანეთი - 364; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 147.