მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ- პრემიერი

5e8eed556292d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.20 13:42
1357
საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, ხვალ საქართველოს 79 არასრულწლოვანი მოქალაქე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

პრემიერის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ორი მხარის თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღებული და ამ პროცესში ჩართული იყო ასევე სომხეთიც.

„მინდა აშშ-ს - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მის საელჩოს საქართველოში მადლობა გადავუხადო. ჩვენ საქართველოს მთვარობამ და აშშ-ის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ერთობლივად ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მათ, ვის მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ 10-ში შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ამ ჩვენი ბავშვების, არასრულწლოვანების საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

გარდა ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ჩვენს სომეხ კოლეგებთან, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან 35 სომხეთის მოქალაქე ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეს ჩამოვიყვანთ“, - განაცხადა პრემიერმა.