მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8-9 სექტემბერს ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

6138c7e0694b3
ინგა მურუსიძე
08.09.21 18:56
442
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს. აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.