მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანები ფულს ახლა უფრო მეტად უფრთხილდებიან“ – მერიკო გუბელაძე

61cd9224dfa23
მარიამ იზორია
31.12.21 00:15
793
რესტორანი „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე bm.ge-სთან სარესტორნო ბიზნესში არსებულ მთავარ პრობლემებზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ამ დროისთვის ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა, კოვიდსიტუაცია და მძიმე ეკონომიკური სურათია.

მისივე განმარტებით, 2020 წელთან შედარებით მიმდინარე წელს გაუმჯობესება შეინიშნებოდა, რადგან რესტორნები ჩაკეტვის გარეშე ოპერირებდნენ. თუმცა პანდემიამდელ პერიოდს შემოსავლის არსებული მაჩვენებელი 30%-ით მაინც ჩამორჩება.

„2021 წელზე დადებითს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ 2020 წლისგან განსხვავებით არ ჩავკეტილვართ და ვმუშაობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საერთო სურათს არ ცვლის. პოლიტიკური დაძაბულობის, კოვიდსიტუაციისა და მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, ბიზნესი დაცემულია, ადამიანებიც თავიანთ ფულს უფრო მეტად უფრთხილდებიან, რასაც ვაკვირდები, ახლა საშუალო ჩეკი უფრო დაბალია, ვიდრე აქამდე იყო. სექტორზე უდიდესი გავლენა აქვს ინფლაციასაც, ყველაფერი ძვირდება, ამის გამო შენს თანამშრომელსაც აღარ ყოფნის ის ხელფასი, ამიტომ მომატება გიწევს, ეს ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. რაც შეეხება მენიუს კორექტირებას, 2021 წელს ფასების საშუალოდ 10%-ით გაზრდა მოგვიწია“ - აცხადებს „შავი ლომის“ დამფუძნებელი.