მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის დაფინანსებით საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგია შეიქმნება

627a5423e38ae
ანუკა ჯოხაძე
10.05.22 20:29
1086
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მასტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 000 დოლარს იხდის.

ტენდერი ამ მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიებისთვის საფინანსო ინსტიტუტმა მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოაცხადა, ხოლო მასზე განაცხადების მიღება 4 მაისს დასრულდა.

ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სტრატეგიის ფარგლებში შეფასდება ქვეყანაში არსებული როგორც საერთაშორისო ისე შიდა აეროპორტების შესაძლებლობები, სამომავლო დატვირთულობის პროგნოზები და დაიდება სხვადასხვა სცენარები, რომლის მიხედვითაც აეროპორტები უნდა განვითარდეს.

“სტრატეგია მოიცავს საერთაშორისო და შიდა აეროპორტების შესაძლებლობების შეფასებას, ასევე სამომავლო დატვირთულობაზე პროგნოზებს და ალტერნატიული სცენარების განხილვას არსებული სიმძლავრეების გაფართოებისა და აეროპორტის ფლობისა თუ მართვის სქემებისთვის. პროექტის განმავლობაში შესწავლილი იქნება როგორც ე.წ გრინფილდის, ისე ბრაუნფილდის აეროპორტის პროექტების განვითარების შესაძლებლობები საჯარო და კერძო პარტნიორობის მეშვეობით. სტრატეგიას ექნება მნიშვნელოვანი როლი როგორც სამთავრობო დარგობრივი პოლიტიკის ფორმულირებაში, ისე აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკუთრების და მართვის სქემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.”-წერია ტენდერის აღწერაში.

ADB-ის დაფინანსებით ქვეყანაში არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიაზე გამოცხადებული ტენდერის აღწერაში ასევე ვკითხულობთ, რომ დოკუმენტში მსჯელობა იქნება აეროპორტების მართვისა და მენეჯმენტის საკითხზებზეც. მათი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თბილისსა და ბათუმის აეროპორტების მართვის ნებართვას ვადა 2027 წელს ეწურება.

“სტრატეგია მოიცავს ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და აეროპორტების გაერთიანების პერსონალის გადამზადებას და მათთან სამუშაო შეხვედრებს, თანამშრომლები გადამზადდებიან აეროპორტების განვითარებისა და მენეჯმენტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მათ შორის აეროპორტების მართვის საკითხებთან მიმართებით. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2027 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის ნებართვა კომპანიას ეწურება", - ვკითხულობთ ტენდერის აღწერაში.