მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი წარმოება, ინვესტიციები, სასამრთლო - GDBA-ის ხელმძღვანელი გამოწვევებს ასახელებს

617ea306d5de5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.21 09:00
638
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად გამოწვევებს ასახელებს. ამ საკითხზე მან BMG Drive-ში ისაუბრა.

„ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო, არის და თუ არ მივხედეთ, იქნება ადგილობრივი წარმოება. ამაში მხოლოდ საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციას არ ვგულისხმობ, ამაში სოფლის მეურნეობის მიმართულებაც მოიაზრება, რადგან საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს და შესაძლებელია, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანამ დიდი შემოსავალი ნახოს და იმპორტირებულ პროდუქტზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია. ბოლო წლებში ინვესტიციების შემოდინებამ კატასტროფულად იკლო. ეს ასე დარჩება, რადგან პირველი, რასაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან გამოწვევაა სასამართლო სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე გაუმართავია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს დღევანდელ რეალობაში სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენთან კი ის სერიოზული მუხრუჭია.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ არის ბიზნესპროცესები, რომელთან დაკავშირებითაც დღეს შეიძლება სარჩელი შევიდეს და ერთ საათში ჩანიშნონ, თუმცა არის ბიზნესპროცესები, რომელთან მიმართებაში სარჩელის შესვლისას შეიძლება 1 წელი არ ჩანიშნონ განხილვა“, - განმარტავს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.