11.ივლისი .2022 18:15

„ალიანს ცენტროპოლისში“ B ბლოკის გაყიდვები დაიწყო

 „ალიანს ცენტროპოლისში“ B ბლოკის გაყიდვები დაიწყო
views 1571
უკან

„ალიანს ცენტროპოლისი“ უნიკალური მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც რეგიონში პირველ World Trade Centre-ის საგამოფენო სივრცესა და გლობალურ სასტუმრო ბრენდ Hyatt Centric-ს აერთიანებს.

„ალიანს ცენტროპოლისში“ ყველა შემავალი კომპონენტი საინვესტიციო კულტურის დამამკვიდრებელ მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს არის პროექტი,რომელიც როგორც MICE ტურიზმის,ასევე,უცხოური და ლოკალური ბაზრების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტი სამი ბლოკისგან შედგება:

A ბლოკში საერთაშორისო ბრენდის Hyatt-ის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi, ექსკლუზიური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი იქნება განთავსებული, ხოლო B და C ბლოკში - პრემიუმ საინვესტიციო აპარტამენტები.

B ბლოკის გაყიდვები კომპანიამ მასშტაბური კამპანიის #დაძარის დალანჩვასთან ერთად დაიწყო. „ალიანს ცენტროპოლისი“ მდებარეობს პირველ სანაპირო ზოლში,ზღვის მართობულად. შესაბამისად,უკლებლივ ყველა აპარტამენტიდან იშლება ქალაქისა და ზღვის ხედი.

ისტორიული კოლაბორაციებით, პარამეტრული არქიტექტურით, უნიკალური ლოკაციითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით შექმნილი „ალიანს ცენტროპოლისი“ არის მექანიზმი, რომელიც ერთი ნაბიჯით, დაწყებულ ქმედებას წარმატების უწყვეტ პროცესად აქცევს.
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა