ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია „ამბასადორში“ განუცხადეს.
კომპანიაში პროექტის განხორციელების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელების დრო უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
„ამბასადორ ჯგუფის“ ინფორმაციით, პროექტის ღირებულება - 40 მლნ დოლარს შეადგენს. ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„საინვესტიციო პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა. მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში.
პროექტის ფასადი წარმოადგენს მინისა და ლითონის სინთეზს. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საფასადე ვერტიკალური მცენარეების სიმწვანის ეფექტი, წარმოადგენს ბულვარის გამწვანების ერთგვარ გაგრძელებას.
საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნავენ კომპანია ამბასადორში.
მათივე ცნობით, ბათუმის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „ამბასადორ ჯგუფის“ მესამე მსხვილი საინვესტიციო პროექტია აჭარაში. 2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება 120 ნომრით, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს სამთო-სათხილამური სპორტის მოყვარულებს. ამბასადორი გოდერძი 300-მდე თანამშრომლის დამსაქმებელი იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ „ამბასადორი“ აჭარის რეგიონში მთლიანობაში 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და პროექტების ერთიანი ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი