მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამოქმედდება თუ არა ფასიანი ავტომაგისტრალი თბილისში, შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად? - კალაძის პასუხი

61a9f8d10d1be
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 15:16
1418
რამდენიმე დღის წინ “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის ადგილას, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს. პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

საკითხთან დაკავშირებით, BM.GE-მ თბილისის მერს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია გენგეგმით ამ პროექტის განხორციელება, რაზეც მერმა უპასუხა: „გენგეგმის დამოკიდებულება იყო, რომ ამ პროექტის განხორციელება საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში არ იყო მისაღები“.

ხოლო კითხვაზე - რამდენად მიზანშეწონილი იქნება ფასიანი ავტომაგისტრალის გაკეთება თუ ინვესტორი მოიძებნა, იმ პროექტზე, რომელიც დაკონსერვებულია და რომელზეც გარკვეული თანხები დაიხარჯა, თბილისის მერმა თქვა, რომ ეს საკითხი გენგეგმის ჯგუფთან ძირეულად გასავლელი იქნება.