03.იანვარი .2020 13:36

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: მთავრობის სხდომას დაველოდებით

views 369
უკან

„მთავრობის სხდომას დაველოდებით. ჯერჯერობით, დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ“, - ასე უპასუხეს bm.ge-ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თემის კომენტირებსას.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

უწყების ცნობით, ამავე სხდომაზე გადაწყდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზები.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს".

„არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით, ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა. კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის", - ეწერა კონსორციუმის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა