მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვა ხვალ არ დაიწყება - "მე მოვითოხვე მისი გადავადება"

5d88e327341a1
ლიკა გურაბანიძე
23.09.19 22:30
967
„ანტიდემპინგური კანონის პროექტი წარმოდგენილია, თუმცა მე მისი გადავადება მოვითხოვე და ხვალ ამას პარლამენტი არ განიხილავს,“ - ამის შესახებ "საქმის კურსში" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

როგორც ირკვევა, კანონ-პროექტის განხილვა, სავარაუდოდ, 1 თვით გადაიდო და ამ პერიოდს კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესთან დამატებითი კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

„ანტიდემპინგური კანონი ის კანონი არ არის, რომელიც დღეს საქართველოში მეწარმეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და არავის აქვს ილუზია, რომ რაღაც მთავარი ამოცანის ამოხსნას მივადექით. ეს კანონი საქართველოში მყოფი მეწარმეებისთვისაა. რა თქმა უნდა, იმპორტიორს ამ კანონთან სხვა მიდგომა ექნება, ხოლო ადგილობრივ მეწარმეს - სხვა; ზოგადად მოლოდინები ამ კანონის მიმართ ძალიან გაზვიადებულია.

რაც შეეხება პარლამენტში განხილვის გადადების მიზეზებს, ნეგატიურ მხარეზე საუბრისას რისკები ყოველთვის გამოკვეთილი იყო, რომ შესაძლოა ეს ვინმემ ბოროტად გამოიყენოს. შევახსენებ ყველას, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იკეტება, რადგან როდესაც ანტიდემპინგთან დაკავშირებით მოკვლევა იწყება, ჩვენ ეს საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უნდა შევატყობინოთ და ა.შ.  - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ მას სურს, კიდევ ერთხელ შეკრიბოს ინდუსტრია და ყველა რისკი მათთან ერთად თავიდან გაიაროს.