მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple დამტენების ერთიან სტანდარტთან დაკავშირებით ევროკავშირის დადგენილებას აკრიტიკებს

5e2d8b8657e85
ანნა ლაპიაშვილი
26.01.20 17:00
1978
ამერიკულ კომპანია Apple-ში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ევროკავშირის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ყველა სმარტფონი ერთი და იმავე სტანდარტით უნდა იტენებოდეს, ევროპელი მომხმარებლებისთვის და ზოგადად ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგულირება და იძულება კომპანიების, რომ ყველა სმარტფონს ერთი და იგივე ზომის დამტენი ჰქონდეს, ინოვაციების შეზღუდვაა და არა მისი წახალისება და შესაძლოა, ამან დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ევროპელ მომხმარებელს, ასევე მთლიანად ეკონომიკას", - ნათქვამია Apple-ს განცხადებაში.

კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისია იპოვის ალტერნატიულ გამოსავალს, რომელიც ინდუსტრიის ინოვაციურობის შესაძლებლოაბს არ შეზღუდავს.

ცოტა ხნის წინ გამოცემა The Sun წერდა, რომ ევროპარლამენტი ფორსირებულად განიხილავს ინივიატივას, რომელიც ყველა სმარტფონის დატენვის ერთიან სტანდარტზე გადაყვანის შესაძლებლობას გულისხმობს და ეს Apple-ს აიძულებდა, Lightning-ზე ეთქვა უარი.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაში იყო აღნიშნული, ამ ინიციატივის მიზანი ნარჩენების შემცირება იყო, რადგან ყოველწლიურად მხოლოდ ძველი დამტენებისგან 51 ათას ტონაზე მეტი ელექტრონული ნარჩენი გროვდება.