მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში Phubber-ი უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება

604f7449c2c0e
მარიამ იზორია
16.03.21 09:00
1279
ტანსაცმლით ვაჭრობის ქართული ონლაინ პლატფორმა აპრილში Phubber-ი უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განუცხადა.

სიახლეა ისიც, რომ Phubber-მა WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილისგან დამატებით $300 000 მოიზიდა.

„ინვესტიციის მიმდინარე რაუნდში $500,000-ის მოზიდვას ვგეგმავთ, მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიის განვითარებაზე დაიხარჯება, დანარჩენი თანხები კი უკრაინის ბაზრის ათვისებაზე იქნება მიმართული. Phubber-ის მენეჯმენტის წევრები 2 თვის განმავლობაში ვიყავით უკრაინაში, რათ გვეწარმოებინა ადგილობრვი ბაზრის მოკვლევა და საოპერაციო საკითხები მოგვეგვარებინა. ვგეგმავთ, აპრილში „Phubber -უკრაინა“ სატესტო რეჟიმში ჩაეშვას. უკრაინის ბაზარი 10-ჯერ დიდია ქართულ ბაზარზე; წარმატების შემთხვევაში კომპანია კიდევ უფრო საინტერესო გახდება როგორც არსებული, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, კომპანია განაგრძობს სხვა ბაზრების ათვისებაზე მუშაობასაც. მიმდინარე რაუნდში კიდევ $200,000 დოლარის მოზიდვაზე ვმუშაობთ როგორც ქართველ და უცხოელ ენჯელ ინვესტორებთან, ისე - საინვესტიციო ფონდებთან“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის: ტანსაცმლით ვაჭრობის ქართული ონლაინ პლატფორმა 2019 წელს გაეშვა და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.