მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დავუშვებთ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენონ - პრემიერი

6290b8c081702
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 15:41
736
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავიდან ასარიდებლად ვერ იქნება გამოყენებული.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. 

“საქართველოს ეროვნულ დონეზე ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არც გავაკეთებთ. არაერთხელ გვითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ პირს თუ კომპანიას იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პრემიერმა თქვა, საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლის მიზნით არ გამოყენებულა და უსაფუძვლოა, როგორც ქართული ოპოზიციის, ასევე უკრაინის მთავრობის ბრალდებები.