11.სექტემბერი .2019 23:00

„არასდროს დანებდე, ხვალ უარესი იქნება, ზეგ კი, გამოვა მზე’’ - ჯეკ მას ცნობილი ციტატები

views 822
უკან

Amazon -ის ჩინური კონკურენტის Alibaba -ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეკ მა დაკავებული პოზიციიდან გადადგა. მულტიმილიარდერს სურს, დრო და ენერგია საქველმოქმედო საქმიანობას დაუთმოს; სხვა საკითხებთან ერთად, ჩინელი ბიზნესმენი საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას აპირებს. ჯეკ მა თავის ძველ საქმიანობასაც დაუბრუნდება და სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ჩაატარებს.



ბოლო წლების განმავლობაში მილიარდერმა არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა; მისი ციტატები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მუდამ ხვდებოდა, მათ იტაცებდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. ერთგვარი სამოტივაციო ლოზუნგები, ცხოვრებისუელ პრინციპებზე, პროგნოზები ჩინეთის ან თუნდაც მსოფლიოს მომავლის შესახებ, საზოგადოებაში პოპულარობას არასდროს კარგავდა.





გთავაზობთ ჯეკ მას ცნობილ ფრაზებს:


"როდესაც პატარები ხართ, თქვენს ტვინს უნდა დაეყრდნოთ და არა თქვენს ძალას’’

ჯეკ მა არის 1,61 მეტრი სიმაღლის. სინამდვილეში, ამ ფრაზით იგი ინტერნეტ პორტალ "Inc" - სთვის დაწერილ ესსეში გულისხმობდა Alibaba -ს გამოჩენას მსოფლიო ბაზარზე, მაშინ როდესაც კომპანია დასაწყისში მძიმე პერიოდი გამოიარა.


"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შვილები სამუშაოს დაიწყებენ - ისეთ სამუშაოს, რომელსაც კვირაში სამი დღე, დღეში კი, ოთხი საათი დასჭირდება"

მულტიმილიარდერს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი საშუალებას მისცემს კაცობრიობას, კვირაში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი დაამკვიდრონ.


"არ დაიკავო ბიზნეს ურთიერთობა მთავრობასთან, გიყვარდეს ის, მაგრამ არ იქორწინო მასზე’’

ჯეკ მას ფილოსოფიაა ხელისუფლების სიყვარული, მაგრამ მასზე ქორწინებაზე უარი - განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა 2007 წელს დავოსის ეკონომიკურ კონფერენციაზე გააკეთა.


"თუ მილიონზე ნაკლები გაქვს, ფულის დახარჯვა შენს გემოზე შეგიძლია, ხოლო ერთი მილიონზე მეტს თუ ფლობ, ეს ფული უკვე მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის’’

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მამ ინგლისური ენის პედაგოგად დაიწყო მუშაობა მის მშობლიურ ქალაქ ჰენგჟოს უნივერსიტეტში. მაშინ ის თვეში, მხოლოდ 15 დოლარს იღებდა ხელფასის სახით. თუმცა როგორც ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ის პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო, რადგან ფულის თავის გემოზე და სურვილისამებრ განკარგვა შეეძლო.


"ნუ გძულთ თქვენი კონკურენტები, პატივი ეცით მათ და ისწავლეთ მათგან”


ჩინეთში სიმდიდრით მეორე კაცს მიაჩნია, რომ ბიზნესში სწავლა ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესო რაღაცეების სწავლა კი, კონკურენტებისგანაც კარგად შეიძლება.





"არასდროს დანებდე, ხვალ უარესი იქნება, ზეგ კი, გამოვა მზე’’

ჯეკ მას ეს ცნობილი ციტატა ბევრისთვის დიდი მოტივატორი გახდა. მილიარდერს მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ბრძოლა, ამბიცია და იმედი უმნიშვნელოვანესია.


"თუ ცხრა კურდღელია მიწაზე და თქვენ ერთი მათგანის დაჭერა გსურთ, უბრალოდ ყურადღება გაამახვილეთ ერთზე";


”თუ 35 წლის ასაკში კვლავ ღარიბი ხართ, ამას იმსახურებთ”;


"ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, ისეთი ლამაზი, ნუ იქნები სერიოზული საქმისადმი, ისიამოვნე ცხოვრებით";


"თქვენ გჭირდებათ თქვენთან სწორი ხალხი და არა, საუკეთესო ხალხი";


”ლიდერმა არასდროს უნდა შეედაროს თავისი ტექნიკური უნარები თანამშრომლებისას’’.




შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-გიგანტის "ალიბაბას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი მილიარდერმა  ჯეკ მამ თავის 55-ე იუბილეზე განაცხადა. მის ადგილზე აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დენიელ ჭანგი დაინიშნა. ჩინეთის ხანგჭოუს სტადიონზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თავის ათიათასობით თანამშრომელს დაემშვიდობა.






ჯეკ მამ, 17 პარტნიორთან ერთად, ჩინური საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს. Forbes- ის მიერ 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეკ მამ მე-19 ადგილი დაიკავა; მისი ქონება 38,6 მილიარდ დოლარად შეფასდა.