მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე ჯერ არ ვფიქრობთ - ნათია თურნავა

60fe72b1cf70e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 12:40
720
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საინფორმაციო კამპანიებით ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, აცრის მოწინააღმდეგეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების ალბათობას შეეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ შეიძლება, ზოგიერთი კომპანიისა და ქვეყნის მაგალითზე ვაქცინირებულ თანამშრომელს ან ადამიანს პრიორიტეტი მიენიჭოს, თუმცა საქართველოში პროცესი ნებაყოფლობითია.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია. ახლა სხვადასხვა რეგიონში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც შეიძლება განმარტებითი საქმიანობით გავანეიტრალოთ. ამ თვალსაზრისით, შეზღუდვების დაწესებაზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. რეგისტრაცია „ფაიზერზეც“ ისე წავიდა - ერთი იმდენი დარეგისტრირდა, ვინც აქამდე ვაქცინირებული გვყავს. ამდენად, იმედი გვაქვს, მასობრივ ვაქცინაციას დამატებითი სავალდებულოობის შემოღების გარეშეც მოვახერხებთ, თუმცა არის სფეროები, სადაც დასაქმება საერთაშორისო დონეზე ხდება და იქ არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით კომპანია ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას მოითხოვს, ეს ეხება მაგალითად ზღვაოსნობას. ამასთან, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა შემოაქვთ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინირებულის სტატუსი მოგზაურობას გაამარტივებს", - განაცხადა ნათია თურნავამ და გამოთქვა იმედი, რომ განმარტებითი კამპანიის შედეგად, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება", - განაცხადა მინისტრმა.