მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: სასურველია, ლართან მიმართებით არსებულ პოლიტიკაზე მეტი განმარტება გაკეთდეს

5fa3ce5f8a181
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.20 17:21
1223
“ვფიქრობ, ლართან მიმართებით აუცილებელია, ლარის შესახებ გასაგები და გამჭვირვალე პოლიტიკის არსებობა", - განაცხადა გადაცემა BMG Checkpoints-ში “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

“ლარის გაცვლითი კურსის სისუსტე საკმაოდ დიდ გაურკვევლობას წარმოქმნის. ის განსაკუთრებულად აისახება მათზე, ვისი ბიზნესიც ლარში საქმიანობს ან ვინც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია, გასაგები და გამჭვირვალე პოლიტიკის არსებობა ლართან მიმართებით. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, სასურველია, რომ გაკეთდეს უფრო მეტი განმარტება მის შესახებ", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ჯამურად ბოლო 4 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 15.6 თეთრით გაიზარდა.
ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა.