ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტში“ არ გამორიცხავენ, რომ ბათუმის გენგეგმაზე მუშაობისას ბათუმის აეროპორტის გადატანის საკითხიც დადგეს. როგორც კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, აეროპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარისგან არსებობს რიგი მოსაზრებები, რომელთაგან ერთ-ერთი მისი გადატანაა.
„ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე ახლაც კი ე.წ. უკანონო მშენებლობებზეა საუბარი, სრულიად გაუგებარია ეს როგორ ხდება, თუმცა ამგვარი ფაქტები არის და ამის შესწავალსაც დავიწყებთ. ბულვართან დაკავშირებით არსებულ საზღვრებსაც შევისწავლით და დავაზუსტებთ. არის ასევე სხვადასხვა ობიექტი, იგივე აეროპორტის თემა ძალიან საინტერესოა, მისი ყოფნა-არყოფნის, გადატანის საკითხები, არსებობს რიგი მოსაზრებები სხვადასხვა მხარისგან.
არსებულ მოსაზრებებს საფუძვლიანად შეისწავლის "სითი ინსტიტუტი" საქართველო სერვის პროვაიდერთან ერთად და კვლევებისა და პოზიციების საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. ასევე ნაგავსაყრელთან, რკინიგზის ქსელთან დაკავშირებით არის ბათუში პრობლემები, მოკლედ არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც უნდა საკმაოდ დაზუსტებული კვლევა და შესწავლა“ - განმარტა სალუქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ სწორედ წელს დაასრულა ბათუმის აეროპორტის გაფართოება, რაშიც 17 მილიონი დოლარი დახარჯა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარტში დასრულდა, განახლებული სივრცე გაიხსნა და მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა, შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი