10.სექტემბერი .2020 13:31

„ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა მეორედ ვერ გაუძლებს“ - თურნავა შესაძლო შეზღუდვებზე

views 2473
უკან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში დაიწყო, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველი ტალღის პერიოდში გატარებული შეზღუდვების მსგავსი ღონისძიებების გატარებას არ აპირებს.

„მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები საქართველოში უკვე დაწყებულია და ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. მთავარია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აიყვანა.

ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონა სადმე გაქრება, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით, ჩვენ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ღონისძიებები არ გახდეს საჭირო როგორ ეს ერთხელ გავიარეთ და ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა მეორედ ვერ გაუძლებს, შესაბამისად წერტილოვანი ღონისძიებებით და ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა