მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა

5db9338bb855f
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 11:05
864

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. შესაბამისი დადგენილება შტატებში გუშინ საღამოს მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 11 კი, წინააღმდეგი იყო.

რეზოლუციის მიხედვით, აშშ ცნობს სომეხთა გენოციდს და გმობს ოსმალეთის იმპერიის მიერ 1,5 მილიონი სომეხის  მკვლელობას.


გადაწყვეტილებას თურქეთში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეზოლუციას უაზრო პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.

თურქეთი აღიარებს, რომ 915-1923 წლებში  ოსმალეთის იმპერიასთან შეტაკებაში 300 000-დან 500 000 სომეხი მოკლეს, მაგრამ ანკარა გენოციდის კლასიფიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

 

როგორც ისტორიულად ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებს სისტემატიურად სდევნიდნენ და სირიის უდაბნოში სასიკვდილოდ აგზავნიდნენ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ამ სისასტიკის მსხვერპლი 1,5 მილიონამდე ადამიანია.