მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-ს 46 000 დოზა საქართველოში 30 აპრილს ჩამოვა - თამარ გაბუნია

60800a9fe6439
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 15:23
661
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით UNICEF-სგან ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„30 აპრილს ქვეყანაში AstraZeneca-ს დამატებითი 46 000 დოზა ჩამოვა, რათა მეორე დოზებით ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს და ასევე გაგრძელდეს იმ პირების აცრა, ვისაც AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ასაკობრივად ეკუთვნით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „სინოფარმით“ ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.

„ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები „სინოფარმის“ გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, 4 მაისიდან, როდესაც დასრულდება სააღდგომო არდადეგები, „სინოფარმით“ და AstraZeneca-თი ვაქცინაცია აქტიურად გაგრძლდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.