11.ოქტომბერი.2018 19:27
საზოგადოება

ATC-Elbit - ოთარის საამაყო ბიზნესი

ATC-Elbit - ოთარის საამაყო ბიზნესი
"ეს არის ის პროექტი, რომელიც ქართულ-ებრაულია და მისით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს", - ამის შესახებ განცხადება ექს-მთავარი პროკურორის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა, რითაც ფაქტიურად დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძე თბილისის კომპოზიტიური ქარხნის პროექტშია ჩართული. " ფარცხალაძე 5 წელია რაც ბიზნესშია. ELBIT კი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ეს კომპანია, ქართულ-ებრაული წარმოებაა, რომელიც ბოინგის დეტალებს უშვებს. ეს არის ის შემთხვევა, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ოთარი ამაყობს“ -აცხადებს ფარცხალაძის ადვოკატი.

თუმცა, ადვოკატი თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტულ თანამდებობა, თუ რა პოზიციაზეა კომპანია Aerostructure Technologies Cylcone (ATC) -ში ყოფილი მთავარი პროკურორი.

შეგახსენებთ: Aerostructure Technologies Cyclone (ATC) საპარტნიორო ფონდისა და ებრაული Systems – Cyclone-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა. ქარხანას მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. პროექტის გაცხადებული საინვესტიციო ღირებულება 93 მლნ დოლარია. კომპანიის შესახებ BMG ეთერით „საქმიანი დილა“ მისმა წარმოამადგენლებმა მიხეილ ბეგიაშვილმა და ნინო ჩოლოყაშვილმა ისაუბრეს - „თვითმფრინავების ნაწილების ქარხანამ უკვე პირველი პროდუქცია გამოუშვა. შემდეგი ეტაპია სერტიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია. ისრაელის სტანდარტების ინსტიტუტიდან პირველი აუდიტი იყო ჩამოსული და შემოწმება წარმატებით გავიარეთ. თვენახევარში პირველ სერთიფიკატს - ISO 9001-ს მოგვანიჭებენ“ -აცხადებდა მიხეილ ბეგიაშვილი

21.ივნისი.2019 00:15
135

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
169

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
241

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
285

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
262

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
652

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად