სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის“ კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე ლიმონათს აწარმოებს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელა. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის 80%-ზე მეტი ექსპორტზე 10-ზე მეტ ქვეყანაში გადის. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, მათი უმრავლესობა ადგილობრივია.
საწარმო დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძის თქმით, „უოთერ ლენდმა“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.
„უოთერ ლენდის“ წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სააგენტოს პროგრამების ეფექტურობას. საწარმოს თითქმის მთელი პროდუქცია ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყანაში და მოხარულები ვართ, ამაში „აწარმო საქართველოში“ წვლილიც არის“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
ცნობისთვის: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3,673-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე