აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის პროცესი დაასრულა. საქართველოში დღეისთვის 23 მოქმედი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია.
როგორც bm.ge-ის აღსრულების ბიუროდან აცნობეს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შერჩევის პროცესი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა. სპეციალურმა კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეამოწმა კანდიდატების გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიაში შესვლისათვის აუცილებელი უნარები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებს აქვთ სათანადო უნარები და გამოცდილება პროფესიაში მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად.
,,ახლად შერჩეული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები შეძლებენ დაიმსახურონ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული რეფორმა წარმატებით გაგრძელდება“, - აცხადებს ერეკლე ღვინიანიძე.
კომისიის წარდგინებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ავტორიზაცია 18 კანდიდატს მიანიჭა. ამავდროულად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში გარდამავალი წესით უკვე ირიცხებოდა 5 პირი.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი