მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა - ქვეყნები, სადაც საქონელს ვყიდით

641b0da72497b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.23 18:20
1889
2022 წელს აზოტოვანი სასუქების ექსპორტის რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი სასუქი გავიდა. საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 135.5%-ით იყო გაზრდილი, მოცულობის მიხედვით კი რეალიზება წლიურად სულ რაღაც 2.2%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქები ღირებულება 2021 წლის ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 თვის მაჩვენებელს, იანვარ-თებერვლის პერიოდში აზოტოვანი სასუქების ექსპორტით საქართველომ 21. 048 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და 38 852 ტონა საქონელი გაყიდა. ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 63.8%-ით ჩამორჩება, მოცულობა კი 57%-ით შემცირდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობის მაჩვენებელი ამ პერიოდისთვის მინიმალურია.

გასული წლის მსგავსად, 2023 წლის დასაწყისში აზოტოვანი სასუქების მთავარ საექსპორტო ბაზრად პერუ რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ პერუ საექსპორტო მიმართულებებს შორის სწორედ გასულ წელს დაწინაურდა.

იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. პერუ - 17 მლნ დოლარი, 31 500 ტონა;
2. ტანზანია - 3.3 მლნ დოლარი, 6 000 ტონა;
3. სომხეთი - 337 ათასი დოლარი, 574 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 320 ათასი დოლარი, 711 ტონა;
5. უკრაინა - 44 ათასი დოლარი, 66 ტონა.