მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზვიადებენ თუ არა კარდიოქირურგები? - "ვთვლი, რომ მათი რეაქცია გადაჭარბებულია"

5e3adf8b184ac
ელენე გოგბერაშვილი
05.02.20 19:29
1116
„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მისულ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს.

„აზვიადებენ თუ არა კარდიოქირურგები, როცა ამბობენ, რომ 520-ე დადგენილების გავლენით მედპერსონალის ხელფასები 20%-35%-ით შემცირდა და მოხდა ასევე თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება“, - ჰკითხა მინისტრს ერთ-ერთმა დეპუტატმა, რაზეც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კარდიოქირურგების რეაქცია გადაჭარბებულია.

„იქიდან გამომდინარე, რომ მანიპულაციების შესრულება შემცირდა 4,6%-ით და ჩვენი ადრე არსებული კვლევის საფუძველზე, ვთვლიდით, რომ ის ჩატარებული მანიპულაციები იყო რაოდენობრივად გაზვიადებული, რა თქმა უნდა, 4,6%-ზე ასეთი რეაქცია, რომელიც კარდიოქირურგებს გააჩნიათ, შეიძლება ჩაითვალოს გაზვიადებულად, თუმცა ამის დეკლარირებას მე ასე ცალსახად არ გავაკეთებ, ვინაიდან ტარიფიკაციაზე მათი მოლოდინი შეიძლება იყო აბსოლუტურად სხვა, მაგრამ სახელმწიფოს მიზანია, პაციენტზე ორიენტირებულობა და ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ვიცოდეთ, თუ რა მანიპულაციაში რას ვხარჯავთ.

მე შევასრულე ის, რაც მინისტრის რანგში მეკისრება და ვთვლი, რომ მათი რეაქცია გადაჭარბებულია, ვინაიდან კომუნიკაცია დღემდე მიმდინარეობს და ამ ეტაპამდე საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა. ეს შეიძლება კიდევ უფრო ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ პირველადად მოკვლეული და გადადგმული ნაბიჯები არც თუ ისე მცდარი იყო და არც თუ იმდენ შეცდომას შეიცავდა, რა გამოხმაურებაც მოჰყვა 520-ე დადგენილებას“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.