მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე: გვჭირდება არა - ხანძრის ჩაქრობის, არამედ განვითარების ბიუჯეტი

60c8977d3e51d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 16:32
549
საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანას ესაჭიროება არა - ხანძრის ჩაქრობაზე ორიენტირებული, არამედ ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ბიუჯეტი.

ამის შესახებ მან ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ არ გვჭირდება ხანძრის ჩაქრობის ბიუჯეტი, თან როდესაც ვხედავთ, რომ თანხები მიზნობრივად არ იხარჯება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი. ვფიქრობ, ასეთი პესიმისტური ხედვა, რომ ეკონომიკის 5%-ზე მეტად ზრდის მიღწევა შეუძლებელია, ამ ქვეყანას ვერ განავითარებს.

ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიციური ზრდა, ამბიციურ ზრდაზე დაყრდნობილი ბიუჯეტი და არა ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ახლა გვაქვს და სადაც, სამწუხაროდ, ბიუჯეტის დეფიციტი 9%-ს გადაჭარბებულია, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგანგაშოა და 12%-ს გადააჭარბა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.