მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა

64240343c2f20
BM.GE
29.03.23 13:38
674
BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 4.9 ქულით გაუმჯობესდა და 34.0 ქულა შეადგინა.



კვლევის შედეგების მიხედვით, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში. აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, სადაც მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.7 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში მოსალოდნელი გაყიდვების ზრდა, რასაც გამოკითხული კომპანიების 72% ასახელებს.



აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტლებში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.