მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის დარგობრივ კომიტეტზე ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილეს

60840a40a32da
BM.GE
24.04.21 16:00
545
ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა იყო ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორ ირინა მილორავასთან ერთად განიხილეს.

როგორც bm.ge-ის BAG-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივ დერეგულირებასა და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმაზე ორგანიზებას.

ამასთან, მიმოხილული იყო ბაზრის მოდელის ძირითადი ნიუანსები და მისი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საბითუმო და საცალო ბაზრის წესებს, უბალანსობაზე პასუხისმგებლობას, განაწილებისა და კომერციული საქმიანობის გაყოფასა და საათობრივი ვაჭრობის ორგანიზებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვილი მომხმარებლის ვალდებულებებსა და შესაძლებლობებს მათ შორის, ნეტო აღრიცხვის არსებული მოდელის მსხვილი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას. ამ კუთხით აღინიშნა, რომ ნეტო აღრიცხვის მსხვილ მომხმარებელზე გავრცელება, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს იმ ფინანსურ წნეხს, რაც ტარიფების ზრდის შემდეგ კომერციულ ოპერატორებს დააწვათ, ხოლო, მეორე მხრივ, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოში.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიმართულია დერეგულირებისკენ, მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისთვის, ვინაიდან აღნიშნული რეფორმა ერთნაირად ეხება, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიების, ასევე ყველა იმ საბოლოო მომხმარებლის, რომელთაც მოუწევთ მსხვილ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

ვფიქრობთ, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იყო, მათ შორის, შევთანხმდით ცალკეულ პრობლემურ საკითხებზე დიალოგის გაგრძელებაზე, რომელსაც სემკეთან და ენერგეტიკულ ბირჟასთან მომავალი კვირიდანვე დავიწყებთ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
(NS)