მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკისთვის და ქვეყნისთვის ფულის გათეთრების კუთხით "საშუალო" შეფასების მიცემა კარგია"

5dbc444844f0d
ლიკა გურაბანიძე
02.11.19 17:50
1465
„ბანკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ფულის გათეთრების კუთხით "საშუალო" შეფასების მიცემა არის კარგი", - ასე ეხმაურება საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე  ქართულ საბანკო სექტორში ფულის გათეთრების რისკის „საშუალოდ“ შეფასების საკითხს, რაზეც საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაშია საუბარი. 

„ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი ბანკია, რომელიც ფულის გათეთრებასთან მიმართებაში მის რისკიანობას თავად განსაზღვრავს. ქვეყნის მასშტაბით, ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია. რაც გულისხმობს იმას, რომ საბანკო სისტემა ყოველთვის მეტი რისკის მატარებელი იქნება, ვიდრე - ნებისმიერი სხვა მიმართულება.

იმისათვის, რომ დაბალი რისკის მაჩვენებელი მივიღოთ, ამაში მარტო ბანკების ჩართულობა ვერ იქნება შესაძლებელი, აქ მთლიანად ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. სანამ ეს არ მოხდება, იქამდე მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ საშუალოდან გადავიდეთ საშუალო-დაბალ შეფასებაზე", - აღნიშნა ძნელაძემ.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთაც ფულის გათეთრების რისკის შეფასებისას სტატუსი "საშუალო-დაბალი",  ალექსანდრე ძნელაძე ამას იმით ხსნის, რომ მისო-ებს მხოლოდ მცირე თანხების ტრანზაქციები აქვთ. 

„ანუ სესხი, რომელიც მიღებული აქვთ, სრულად არის იდენტიფიცირებული და სრულად არის ბენეფიციარამდე ცნობილი. ასევე მის-ოებში არის მცირე თანხების ბრუნვა. მათი რეგულირება დიდი ხანია მიმდინარეობს და პლიუს ამას არ არის დიდი სექტორი",  - აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.