რუსეთ-უკრაინის ომის გამო ზეთ “ბარაქას” მწარმოებელ კომპანია “ალფაში” რუსეთის გარდა, მზესუმზირის ზეთის იმპორტის განსახორციელებლად სამხრეთ ამერიკის ბაზრებსაც განიხილავენ.
როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი დავით კირვალიძე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით საიმპორტო ბაზრად ისეთ ქვეყანას განიხილავს, როგორიც არგენტინაა.
“რუსული ბაზარი ძალიან არასტაბილურია ეს მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. გააძვირებს თუ არა ახალი ბაზრის დამატება ზეთს? ამაზე პასუხი გვაქვს, რომ არა. რადგან, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, არგენტინიდან ზეთის წამოღება საზღვაო გზით მოხდება, რაც სახმელეთოზე (რუსეთიდან ზეთი სახმელეთო გზით მოდის) გაცილებით იაფია. რუსეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლებას არ ვგეგმავთ, თუმცა პროცენტული წილი ქვეყნებს შორის როგორ გადანაწილდება ამ ეტაპზე არ ვიცით, რადგან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვისრულებია” - განაცხადა “ალფას” გაყიდვების ხელმძღვანელმა.
დავით კირვალიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ზეთზე ფასები იზრდებოდა, თუმცა ახლა ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია, რაც კომპანიას ფასების შენარჩუნებაში ხელს უწყობს.
“რომ არა კურსის სტაბილურობა ზეთზე ფასი 10-15%-ით კიდევ მოიმატებდა. ჩვენი ვარაუდით, რუსეთში ზეთზე ფასები ივნისში კიდევ მოიმატებს, ხოლო "ბარაქას" ზეთზე ფასის მომატება-არმომატების საკითხი სწორედ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. "ბარაქას" ზეთზე ფასები მიმდინარე წლის მარტამდე 6 ლარის 6.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე 7 ლარის და 9.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია რუსეთიდან თვეში 300 ტონა ზეთს იღებს,” - აღნიშნა კირვალიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ