მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრობები ფაქტობრივად დაცარიელებულია... მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს - „კავკასიის ავტოიმპორტი“

6102806822839
ინგა მურუსიძე
30.07.21 09:00
693
2021 იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის არის მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი), რომელიც $205.4 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ეს ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით მეტია;

„კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საავტომობილო ბაზარზე ზრდის ტენდენციაა.

„ავტომობილებზე მოთხოვნა არის. შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. ბაზრობები ფაქტობრივად დაცარიელებული და მანქანები გაყიდული. ზუსტი მიზეზის თქმა გამიჭირდება, კვლევა არ ჩაგვიტარებია, თუმცა სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში უფრო გამარტივდა საზღვრების კვეთაც, მიმოსვლაც და ა.შ."- ამბობს ვეკუა და დასძენს, რომ მიწოდების დეფიციტის გამო მოთხოვნის მხოლოდ 70%-ის დაკმაყოფილება ხდება. 

"რეექსპორტიც გაზრდილია. ძირითადად ეს ხდება ჩვენი ბაზრის მომხმარებლების ხარჯზე. ესენია აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თუმცა ახალი ბაზრებიც არის, მაგალითად ტაჯიკეთი და რუსეთი. ჩემდა გასაკვირად ერაყშიც კი მიჰყავთ მანქანები. თუკი „ლოქდაუნი“ და რამე მსგავსი რადიკალური ცვლილება არ იქნება, ჩვენი სექტორი წინ მიდის“, - განაცხადა ვეკუამ.