მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: მსოფლიოში covid-19-ით განმეორებით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

5f44b9193cb38
ნათია თაქთაქიშვილი
25.08.20 11:15
4001
ჰონგ-კონგი კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველ დადასტრებულ შემთხვევაზე აცხადებს. ჰონგ-კონგელი მეცნიერების განცხადებით, 33 წლის მამაკაცი კორონავირუსით პირველად 4,5 თვის წინ დაინფიცირდა, ახლა კი ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ჰონგ-კონგის უნივერისტეტის მეცნიერები აცხადებენ, პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და საავადმყოფოში14 დღე გაატარა, ხოლო განმეორებით დაინფიცირების დროს სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც COVID-19-ით ადამიანი მეორედ დაავადდა. მეცნიერების ცნობით, კორონავირსის ინფექცია მამაკაცს ხელმეორედ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ის ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც გამოცემა წერს, ჰონგ-კონგელი მეცნიერების კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, რადგან აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის იმუნიტეტი შეიძლება, სულ რამდენიმე თვე შენარჩუნდეს.