15.სექტემბერი .2021 00:10

“ბილტმორ თბილისის” მფლობელმა კომპანიამ 2020 წელს 58 მილიონით იზარალა

 “ბილტმორ თბილისის” მფლობელმა კომპანიამ 2020 წელს 58 მილიონით იზარალა
views 458
უკან

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი კომპანიები 2020 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს ასაჯაროებენ. მათ შორისაა შპს „დაბი გრუპ ჯორჯიაც“, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარე 32-სართულიან სასტუმრო “ბილტმორს” ფლობს. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრომ 2020 წელს 57.9 მილიონით იზარალა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სასტუმროს შემოსავალი 9.97 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 75%-ით (31.2 მილიონით) ნაკლებია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წელს სასტუმროს ზარალის მიზეზი პანდემიასთან ერთად უძრავი ქონების და აქტივების გადაფასებაც იყო, რასაც 18.5-მილიონიანი ეფექტი ჰქონდა, ამასთან, უცხოური ვალუტის კონვერტაციით მიღებული ზარალი 23.4 მილიონი ლარი იყო. სასტუმროს საპროცენტო ხარჯები კი 15.2 მილიონი ლარი.

უშუალოდ სასტუმროს საოპერაციო ხარჯებმა, ასევე თანამშრომელთა ხელფასებმა და ცვეთამ 12 მილიონი ლარი შეადგინა, რის გამოც კომპანიამ 57.8 მილიონით იზარალა.

სასტუმრო “ბილტმორის” 66.3%-იან წილს შეიხი ნაჰაიანი ფლობს. კომპანიის აქტივები 250.5 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა