მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე არსებულ კომპანიებთან დაკავშირებით სემეკის კანონპროექტში გამონაკლისი ჩაიწერება - ნარმანია

5f0ff9214b2d1
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 16:27
996
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების" შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებში, მოხდება იმ გამონაკლისის დაშვება, რომ ენერგეტიკული კომპანია, რომელიც საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ან რომლის მშობელი კომპანიაც არის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი, გარიგეგების შესახებ ინფორმაციას სემეკს წარუდგენს ამ გარიგებების დადების შემდეგ და არა წინასწარ. ნარმანიამ საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით დასაშვებ გამონაკლისთან დაკავშირებით, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის კითხვას უპასუხა. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, ამ გამონაკლისის დაშვება არა უშუალოდ კანონპროექტში, არამედ მის კანონქვემდებარე აქტით მოხდება. 

ლევან ვეფხვაძის კითხვა:

“თქვენ კანონპროექტში გიწერიათ - “წინასწარ აცნობოს კომისიას” - ამ სიტყვამ, ანუ “წინასწარმა” გარკვეულ პირობებში შეიძლება უხერხულობა შექმნას, რადგან თავად სისტემის ოპერატორი არ იყოს ინფორმირებული ამ ცვლილების შესახებ. მაგალითად, ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირობითად ბაბუის ბაბუაა ამ კომპანიისთვის, იქ რომ რაღაც ცვლილება მოხდეს ამისთვის ინფორმაცია შეიძლება არც იყოს ხელმისაწვდომი და წინასწარ ვერ გაცნობებს. ასევე, თუ არის დალისტული კომპანია და იცვლება და 5% გაიყიდა ბირჟაზე, ეს ასევე ამ სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ როგორ უნდა გახდეს ცნობილი, თუკი ხდება საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ყიდვა-გაყიდვა. ამას შეიძლება IPO-ზე გასვლა საერთოდ შეაფერხოს, კონკრეტული კომპანიებიც, რომელთაც სურვილი ჰქონდეთ,”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ

დავით ნარმანიას პასუხი:

“ბირჟასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ჩვენ ვიცნობთ ევროპის რეგულაციებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მარტივი ფორმულირება გავაკეთოთ. ან კანონქვემდებარე აქტში გავწეროთ. როდესაც ბირჟაზე გადის და აღმოჩნდება რომ ერთმა პირმა იყიდა 5%-ზე მეტი, ამ ინფორმაციას წარმოუდგენს ინფორმაციას გაყიდვის შემდეგ. აქ ამ ნაწილში “წინასწარ” ვერ იქნება,”- ამბობს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა სემეკის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს. კანონპროექტის განხილვა ორშაბათს დაიწყო და პარლამენტმა მეორე მოსმენით  ცვლილებები დღეს დაამტკიცა.