მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

60758459dfd2f
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.21 16:44
1115
მსოფლიოს უმსხვილესი ვირტუალური ვალუტის Bitcoin-ის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა 62,700 აშშ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათში 4.7%-ით მოიმატა და 60,000 აშშ დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ვალუტის ღირებულება 60,000 აშშ დოლარს მარტშიც მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა სხვადასხვა წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა ანაგრიშსწორების საშუალებად აღიარეს.

„ბიტკოინიც და სხვა კრიპტოვალუტებიც „ციფრულ ოქროს“ წარმოადგენენ. კრიპტოვალუტები ახლო მომავალში უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება“, - აცხადებს ლი ჯუნი, ექსპერტი და ბლოკჩეინკომპანიის დამფუძნებელი.

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ასეთ ზრდას ილონ მასკის და ჯეკ დორსის მიერ კრიპოტოვალუტის მიმართ ინტერესით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ღირებულება თითქმის გაორმაგდა მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით და მისმა საბაზრო ფასმა კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის ანუ 2.1 ტრილიონი აშშ დოლარის თითქმის ნახევარი შეადგინა.